ამ ინტერვიუში ჩერქეზი მკვლევარი ბულატ ხალილოვი მსჯელობს კავკასიის ხალხების მუსიკალურ ტრადიციებზე, ფართოდ გავრცელებულ ინტერპრეტაციებზე და დეკოლონიზაციის გზების ძიებაზე.

“კავკასიის მუსიკალური ტრადიციის შესახებ არსებობს გარკვეული ხედვა, რომელიც მას წარმოაჩენს ერთიან, მონოლითურ ფენომენად. კავკასიელი წარმოჩენილია, როგორც კეთილშობილი, ცეცხლოვანი, ბრძენი, მოთვინიერებული ველური, რომელიც სუფრასთან იმღერებს, გაგიმასპინძლდება მწვადით და გრძელ სადღეგრძელოს მოგიძღვნის. ეს ორიენტალისტური წარმოდგენაა, რომელსაც ხშირად თვითონ კავკასიის მაცხოვრებლებიც იზიარებენ. ჩვენ ვცდილობთ გავავრცელოთ აზრი, რომ კავკასიის მუსიკალური ტრადიციები არაერთგვაროვანია და არ ღირს გარე დამკვირვებლის გადმოსახედიდან მათზე საუბარი.”

გლოვა და წინააღმდეგობა მუსიკაში: ინტერვიუ ჩერქეზ მკვლევრებთან

მოგვიყევით თქვენი ჯგუფის საქმიანობის შესახებ?

Ored Recordings-ი კავკასიის ხალხების ადგილობრივი მუსიკის ეთნოგრაფიული ხმის ჩამწერი სტუდიაა. ჩვენ სხვა მუსიკალური ტრადიციებიც გვაინტერესებს, მაგრამ რადგან ჩვენ ჩერქეზები ვართ ნალჩიკიდან, ჩვენთვის შინ თუ ჩვენს მეზობლებთან მიმდინარე პროცესები უფრო ახლოა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ შევისწავლით, ვიწერთ და მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ იმ ხალხების მუსიკასა და კულტურას, რომელსაც შეიძლება უწოდო ავტოქთონური, არამედ ნებისმიერის, რომელიც არსებობს ჩვენს გარშემო. მაგალითად, ნალჩიკის არქივში გვხვდება კათოლიკური ღვთისმსახურების ჩანაწერები. აქვე მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ჩვენ „სუთა“ და „ჭეშმარიტს“ კი არ ვეძიებთ, არამედ მრავალნაირობას და განსხვავებულ ხედვებს.

ზოგადად, Ored Recording-ის ისტორია – ეს ცრუ წარმოდგენებისგან განთავისუფლების ისტორიაა. მაგრამ ვერასოდეს ვერ განჭვრეტ წინასწარ, ეს რაღაც, რისგანაც განთავისუფლდი, ღირებული რამ ხომ არ იყო. რთული საკითხია.

თუკი თავიდან კრიტიკულ მზერას ტრადიციული მუსიკის შესახებ გავრცელებული აკადემიური ხედვისკენ მივმართავდით და ვცდილობდით ეთნოგრაფებისთვის წაგვერთვა ტრადიციულ მუსიკაზე მუშაობის მონოპოლია, დღეს უკვე ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენ კვლავ ვცდილობთ ჩავწეროთ და მხარი დავუჭიროთ ადამიანებს, რომლებიც მათთვის მშობლიურ მუსიკას ასრულებენ და ვეხმარებით მათ მსმენელების პოვნაში, ზოგჯერ მუსიკალური საქმიანობის გაგრძელებისთვის მიზეზის პოვნაშიც. დროთა განმავლობაში ჩვენ გავიაზრეთ, რომ მნიშვნელოვანია ძალიან კარგი, უცნობი მუსიკისთვის არა მხოლოდ ახალი სიცოცხლის მიცემა, არამედ საჭიროა ამ მუსიკის სოციალური და პოლიტიკური კონტექსტის გამოაშკარავებაც. ტრადიციული მუსიკა არასოდეს არ იყო ხელოვნება ხელოვნებისთვის. მუსიკა ჩვენ გვეხმარება დეკოლონიზაციაში. ეს იდეა კიდევ უფრო აშკარა გახდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

საბჭოთა კვლევებით დაკავებული არაერთი მეცნიერი წერს ადრეულ საბჭოთა კავშირში ეროვნული მუსიკის შექმნაზე, თქვენ ერთმანეთისგან მიჯნავთ ტრადიციულ მუსიკას და მუსიკას, რომელიც ფართოდაა მიჩნეული ნაციონალურ მუსიკად. რას ნიშნავს თქვენთვის „ტრადიციული“ „ადგილობრივი“ მუსიკა? ეს მუდმივად ცვალებადი პროცესია თუ უცვლელი ტრადიცია?

დღეს უკვე მე და ჩემი პარტნიორი Ored Recordings-დან არც ისე რადიკალურად ვართ განწყობილი ტრადიციული მუსიკის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ვარიაციებისადმი. ჩვენს თინეიჯერობაში „ეთნო ესტრადა“, „სასცენო ნაციონალური მუსიკა“ ჩერქეზული მუსიკალური აზრის ერთადერთი ხელმისაწვდომი გამოხატულება იყო. ჩვენ კი, როგორც ბლექ მეტალისა და გოთური მუსიკის მოყვარულებს, მშობლიური მუსიკის ამგვარი ინტერპრეტაცია არ მოგვწონდა. როგორც მსმენელს მე არ მომწონს კავკასიური ეთნო-პოპი, მაგრამ როგორც მკვლევარს მესმის, რომ ადგილობრივი მუსიკის საბჭოთა ინტერპრეტაციაც უკვე ერთგვარად ფორმირებული ტრადიციაა, თუნდაც შედარებით ახალი. ჩვენ ვცდებოდით, როდესაც ვთვლიდით, რომ „ტრადიციული“ აუცილებლად გულისხმობს „ძველს.“ სულაც არა, წარსულის ეგზოტიზაციაც – მოდერნული და საფრთხილო კონსტრუქტია.

თუმცა საბჭოთა საესტრადო და აკადემიური მუსიკის, რომელიც ადგილობრივი ტრადიციის საფუძველზე შეიქმნა, პრობლემა ისაა, რომ ის გვევლინება ყველა სხვა მხატვრული პრაქტიკისა და ჟანრის ჩამნაცვლებლად. მკვლევრები, კომპოზიტორები და შემსრულებლები ხშირად საუბრობენ ინტერვიუებში ფოლკლორზე, როგორც შთამბეჭდავ რესურსსა და მასალაზე, რომელიც შეიძლება აქციო დიდებულ მუსიკად. გამოდის, „ხალხური“ მუსიკა არ აღიქმებოდა თავისთავად თვითკმარ ჟანრად. ჩვენ სწორედ ამგვარ იერარქიას ვუპირისპირდებით. ამავე დროს, საშიშია ახალი იერარქიის შექმნა, მაგალითად, ისეთის, რომელიც ტრადიციული მუსიკის წინარესაბჭოთა ნიმუშებს წარმოჩენს, როგორც „ნამდვილს“ და ავთენტურს. ხშირად, თუ ტრადიცია უძრავია და უცვლელი ეს რეკონსტრუქციის მანიშნებელია. ეს ნიშნავს რომ ტრადიცია გაქრობის პირასაა (ან დავიწყებულ იქნა და ხელახლა აღადგინეს) და მისი მატარებლები ცდილობენ მის დაკონსერვებას. ამ შემთხვევაშიც კი ტრადიციას აქვს პოტენციალი, რომ გადააზრებულ იქნეს და დაუბრუნდეს სიცოცხლე.

თანამედროვე სამყაროში ტრადიციულ მუსიკას მრავალნაირი დატვირთვა აქვს: იდენტობის ნიშანია, წინააღმდეგობის საშუალება (მაგალითად, ქურთების წინააღმდეგობის მუსიკა, რუსეთ-კავკასიის ომის თემატიკაზე შექმნილი ჩერქეზული მუსიკა, ა.შ.), მშობლიური ენის შენარჩუნების და არდავიწყების საშუალება, გართობის საშუალება, ა.შ. მართალია არაერთი ჟანრი გაქრა ყოველდღიურობიდან, მაგრამ ეს არის ტრაგედია. დღეს შეგვიძლია ვიპოვოთ და მოვიფიქროთ ახალი მნიშვნელობები.

რა დასკვნამდე მიხვედით კავკასიის მუსიკალური ტრადიციების კვლევის შედეგად? რა წარმოდგენებია ტრადიციული მუსიკის შესახებ გავრცელებული? ხომ არ გადაიაზრებს რომელიმე მათგანს Ored Recordings-ი?

პირველ რიგში, გარკვეული წინასწარშექმნილი წარმოდგენები გვქონდა თვითონ ჩვენ და კვლევები დაგვეხმარა ამ კლიშეებისგან გათავისუფლებაში. თუკი ზოგადად ცრუ წარმოდგენებზე ვისაუბრებთ კავკასიის ხალხების მუსიკასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრია და ჩვენ ვცდილობთ მათ კრიტიკულ გააზრებას ჩვენთვის და ჩვენი აუდიტორიისთვის. პირველ რიგში, კავკასიის მუსიკალური ტრადიციის შესახებ არსებობს გარკვეული ხედვა, რომელიც მას წარმოაჩენს ერთიან, მონოლითურ ფენომენად. კავკასიელი წარმოჩენილია, როგორც კეთილშობილი, ცეცხლოვანი, ბრძენი, მოთვინიერებული ველური, რომელიც სუფრასთან იმღერებს, გაგიმასპინძლდება მწვადით და გრძელ სადღეგრძელოს მოგიძღვნის. ეს ორიენტალისტური წარმოდგენაა, რომელსაც ხშირად თვითონ კავკასიის მაცხოვრებლებიც იზიარებენ. ჩვენ ვცდილობთ გავავრცელოთ აზრი, რომ კავკასიის მუსიკალური ტრადიციები არაერთგვაროვანია და არ ღირს გარე დამკვირვებლის გადმოსახედიდან მათზე საუბარი.

After The War Comes Funeral: Circassian Songs of Resistance and Sorrow 1763​-​1864

თქვენი ერთ-ერთი ალბომის „ომს მოჰყვება დაკრძალვა: წინააღმდეგობისა და გლოვის ჩერქეზული სიმღერები“ აღწერაში მეცხრამეტე საუკუნის რუსულ კოლონიალიზმზე და მის შედეგებზე საუბრობთ. ერთი მხრივ, როგორც ახსენეთ, თქვენი საქმიანობა დეკოლონიური მცდელობაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენთვის დეკოლონიზაცია არ არის უბრალოდ კოლონიური კვალის წაშლა, არამედ ეს არის მცდელობა კოლონიურ ნანგრევებში მოყოლილი წარსულის ხსნისა და მისთვის ახალი სიცოცხლის მიცემისა. შეგიძლიათ უფრო მეტი მოგვიყვეთ რას ნიშნავს თქვენთვის დეკოლონიზაცია?

დეკოლონიზაციის იდეა განსაზღვრავს ჩვენი ჯგუფის საქმიანობას. მადლობა, რომ ხედავთ, რომ ჩვენი ამოცანა უბრალოდ კოლონიური კვალის წაშლა არ არის. პრობლემა ბევრად რთულია, ვიდრე ჩანს. ჩვენ რუსული კოლონიალიზმის და კოლონიური ურთიერთობის წინააღმდეგ ვსაუბრობთ, ამასთან არ ვთვლით რომ ჩვენი პოზიცია რუსი ხალხის წინააღმდეგაა. ჩვენი აზრით იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი ფართოდ გავრცელებული ფენომენია და ის გვხვდება მათ შორის რუსებში. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს, რომ ეს არ ნიშნავს დუმილს, რადგან ყველას უჭირს.

ვინაიდან ჩვენ ჩერქეზები ვართ, უფრო მეტს რუსულ იმპერიულ ფორმაციაზე ვსაუბრობთ, რადგან ჩვენ ხალხს დიდწილად სწორედ რუსული იმპერიალიზმისგან მიადგა ზიანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმპერიული აზრი მხოლოდ რუსებშია გავრცელებული. ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებსაც აქვთ ამ მიმართულებით საფიქრი. მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის დაგმობა არ აქცევს არავის დეკოლონიალისტად. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ პრობლემებს ჩერქეზულ საზოგადოებაში. ბევრი ჩერქეზი აფხაზებს და აბაზებს „უმცროს ძმებად“ მოიხსენიებს, ხოლო ბალყარელები და ყარაჩაელები მათი აზრით ჩამოსული ხალხია, რომლებიც ჩვენს კულტურასა და ისტორიას იპარავენ. ჩვენთვის მიუღებელია ასეთი დისკურსი. ჩვენთვის დეკოლონიზაცია – რეპრესიული საშუალებების გამოყენებაზე უარსაც ნიშნავს. ომი კავკასიაში და ჩერქეზების გენოციდი საშინელებაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენ დაგვატყდა თავს, არამედ დიდწილად იმიტომ, რომ ასეთი საშინელება არ გამოცადოს საერთოდ არავინ. ამასთან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დეკოლონიზაცია არ გულისხმობს ისტორიულ რევანშს და ოქროს ხანაში დაბრუნებას, არამედ გზაა მომავლისკენ. არაერთი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის უცხო არ არის ნოსტალგია, რაც დამღუპველია.

და ბოლოს, რა კვლევებს და საქმიანობებს გეგმავთ საქართველოში მომავალში?

ჩვენ ნელ-ნელა ვეცნობით ადგილობრივ კულტურულ გარემოს. ადამიანები ინტერესს იჩენენ ჩვენ მიმართ და გვეხმარებიან. ეს ძალიან მოულოდნელია და სასიამოვნო. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს რეგიონები ორი ჩერქეზის გარეშეც მშვენივრად გაერკვევიან თავიანთ მუსიკაში, მაგრამ ისინი მაინც ღია არიან თანამშრომლობისთვის. ვგეგმავთ საველე ექსპედიციებს აჭარასა და გურიაში. აქამდე ვიყავით პანკისის ხეობაში, სადაც ჩავწერეთ არაჩვეულებრივი „ანსამბლი პანკისი“. როგორც ჩანს ეს გუნდი და მისი წევრი მომღერალი გოგოები არ არიან სათანადოდ დაფასებულნი საქართველოში. ვცდილობთ ამის გამოსწორებას. გვსურს უფრო მეტად ვითანამშრომლოთ Mutant Radio-სთან და Vodkast Records-თან, არაჩვეულებრივი პროექტები და ხალხია. და ბოლოს, ჩვენ არ შეგვიძლია არ გამოვიყენოთ ჩვენი კავშირები აფხაზებთან და ოსებთან. გვსურს რომ მათი ხმებიც ისმოდეს.

Pankisi Ensemble – Music of Kists, Chechens of Georgia

გაზიარება